logo
ENG



ზუგდიდში, ქებურიასა და კარტოზიას ქუჩის მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

02 ივლ 202010:38
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში, ქებურიასა და კარტოზიას ქუჩებზე მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაცია მოითხოვეს. მათი თქმით, წლების წინ მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით დააგო ასფალტი, თუმცა, გაზის, წყლისა და საკანალიზაციო მილების მონტაჟის სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესაბამისმა კომპანიებმა აღნიშნული ქუჩები გადათხარეს და მოუწესრიგებელი დატოვეს.

ადგილობრივების პრობლემის შესახებ ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით წლის ბოლომდე 60 ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, თუმცა, სიის მიხედვით, წელს ქებურიასა და კარტოზიას ქუჩების რეაბილიტაცია გათვალისწინებული არ არის.


close დახურვა